„ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს მასალას უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის სავაჭრო ბრუნვის შესახებ - როგორ იხდის რუსეთი ომისთვის
გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს მასალას სათაურით – „როგორ იხდის რუსეთი ომისთვის“, რომელშიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის სავაჭრო ბრუნვის შესახებ არის საუბარი.
როგორც გამოცემის მასალაშია აღნიშნული, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის სავაჭრო მოცულობა გაიზარდა: თურქეთთან 198%-ით, ინდოეთთან 310%-ით, ბრაზილიასთან 106%-ით, ჩინეთთან 64%-ით, ესპანეთთან 57%-ით, ბელგიასთან 81%-ით, იაპონიასთან 13%-ით, ნიდერლანდებთან 32%-ით.
გამოცემის მონაცემების მიხედვით, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის სავაჭრო მოცულობა შემცირდა შემდეგ ქვეყნებთან: გაერთიანებულ სამეფოსთან 79%-ით, შვედეთთან 76%-ით, სამხრეთ კორეასთან 17%-ით, აშშ-სთან 35%-ით, გერმანიასთან 3%-ით.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა ოთხ ქვეყანაში: თურქეთში 213%-ით, ჩინეთში 98%-ით, ინდოეთში 430%-ით და გერმანიაში 38%-ით.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთში იმპორტი თურქეთიდან 113%-ით და ჩინეთიდან 24%-ით გაიზარდა. ხოლო რუსეთში იმპორტი შემცირდა: აშშ-დან 84%-ით, გაერთიანებული სამეფოდან 71%-ით, ნიდერლანდებიდან 52%-ით, გერმანიიდან 51%-ით, შვედეთიდან 61%-ით.
დიაგრამის თანახმად, ამჟამად, ექსპორტირებული რუსული ნავთობის 55% ჩინეთსა და ინდოეთში, 29% ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო 17% სხვა ქვეყნებში შედის.
როგორც გამოცემა წერს, გლობალური ცვლილებების შესაფასებლად, The Times-მა გააანალიზა ქვეყნის დონეზე ვაჭრობის მონაცემები, რომლებიც შედგენილია მონაცემთა ონლაინ პლატფორმის, ეკონომიკური სირთულის ობსერვატორიის მიერ. იმის გამო, რომ მონაცემები ქვეყნდება შეფერხებით, მის მიერ მოწოდებული სურათი არსებითად რეტროსპექტივას წარმოადგენს.