„ნიუ იორკ თაიმსი“ - ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის არმიამ შვიდი ათასი სამხედრო დაკარგა
„ნიუ იორკ თაიმსი“ ამერიკის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მესამე კვირას, რუსეთის არმიამ შვიდი ათასი სამხედრო დაკარგა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, დაჭრილია 14-დან 21 ათასამდე სამხედრო. დაზვერვის ეს შეფასება ოფიციალურად გავრცელებულ მონაცემებს, თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალას ეყრდნობა.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ციფრი ზუსტი არ არის და შესაძლოა, მსხვერპლი გაცილებით დიდი იყოს.
ამასთან, უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაღუპულია 13,500 რუსი სამხედრო.