„ნიუ იორკ პოსტი“ - მანჰეტენის უბანში მდებარე ბინაში გაერო-ს დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს
„ნიუ იორკ პოსტი“ - მანჰეტენის უბანში მდებარე ბინაში გაერო-ს დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს

გაერო-ს დიპლომატი ნიუ-იორკის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, 38 წლის ქალი მანჰეტენის უბანში მდებარე ბინის საძინებელში აღმოაჩინეს, რომელსაც კისერზე ქამარი ჰქონდა შემოხვეული. პოლიციელებმა ასევე აღმოაჩინეს ანტიდეპრესანტის ანოტაციები და ორი ბოთლი მელატონინი – ერთი ცარიელი და მეორე თითქმის ცარიელი.

მედიის ცნობით, გაერო-ს დიპლომატი ბინაში ორი წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა.

რომელი სახელმწიფოს მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობდა გარდაცვლილი დიპლომატი ან რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.