ნაციონალური ჰოკეის ლიგის გუნდმა „ნიუ-იორკ აილენდერსმა“ სტენლის თასის გათამაშების ნახევარფინალში „ტამპა ბეი ლაითნინგთან“ სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.
თბილისის დროით გამთენიისას მეტოქეებს შორის დასრულებულ შეხვედრაში დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც ნიუ-იორკელები უკეთესად გამოიყურებოდნენ და მატჩიც მათ სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა. ეს გუნდებს შორის სერიაში მეხუთე შეხვედრა გახლდათ და ანგარიში 3:2-ია „ტამპას” სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური ჰოკეის კლუბი „დალას სტარსი“ უკვე სტენლის თასის ფინალშია. ტეხასურმა კლუბმა კონფერენციის ფინალურ სერიაში ყველასთვის მოულოდნელად „ვეგას გოლდენ ნაითსი“ მარტივად, ანგარიშით 4:1 დაამარცხა.