„ნიუ-იორკ აილენდერსმა“ სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა
„ნიუ-იორკ აილენდერსმა“ სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა

ნაციონალური ჰოკეის ლიგის გუნდმა „ნიუ-იორკ აილენდერსმა“ სტენლის თასის გათამაშების ნახევარფინალში „ტამპა ბეი ლაითნინგთან“ სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

თბილისის დროით გამთენიისას მეტოქეებს შორის დასრულებულ შეხვედრაში დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც ნიუ-იორკელები უკეთესად გამოიყურებოდნენ და მატჩიც მათ სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დასრულდა. ეს გუნდებს შორის სერიაში მეხუთე შეხვედრა გახლდათ და ანგარიში 3:2-ია „ტამპას” სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური ჰოკეის კლუბი „დალას სტარსი“ უკვე სტენლის თასის ფინალშიატეხასურმა კლუბმა კონფერენციის ფინალურ სერიაში ყველასთვის მოულოდნელად „ვეგას გოლდენ ნაითსი“ მარტივად, ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

დატოვე კომენტარი