იაპონური საავტომობილო გიგანტის, Nissan-ის ხელმძღვანელს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ. BBC-ის ცნობით, კარლოს გონი უკვე დააპატიმრეს. მას გადასახადებისა და ანაზღაურების ოდენობის დამალვაში ედება ბრალი.
როგორც კომპანიის მესვეურები აცხადებენ, შიდა გამოძიება უკვე ჩაატარეს და ფინანსური დარღვევების დამადასტურებელი დოკუმენტები აღმოაჩინეს. იაპონური მედიის ცნობით, კარლოს გოსნს 44 მილიონი დოლარის ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ.
Nissan-ის მიერ გავრცელებულ განცხდებაში კომპანიამ შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიში მოიხადა და პროკურატურასთან თანამშრომლობის პირობა დადო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდა კომპანიის მეთაურისა, თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდება Nissan-ის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი, რომლებიც კანონდარღვევებში ამხილეს.