ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ისინი სათადარიგო აეროპორტებში გაფრინდნენ.
მათივე ცნობით, ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში; ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და „ჯაზირას“ ავიახაზები ქუვეითი-თბილისი დაჯდა ერევანში.
თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“, ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.