საოკუპაციო ხაზთან, ნიქოზის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ხნული გაავლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ტერიტორიაზე, მავთულხლართებთან რუსმა ოკუპანტებმა ხნული გაავლეს.
როგორც პირველ არხს სოფლის რწმუნებულმა გიორგი ლაზარაშვილმა განუცხადა, ხნული ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე არის გავლებული. ამ დროისთვის, ოკუპანტები ადგილზე აღარ იმყოფებიან.
მავთულხლართები ოკუპანტებმა სოფლის ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაამონტაჟეს.