ნიქოზის ფესტივალზე რევაზ გაბრიაძის შესახებ ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართება
ნიქოზის ფესტივალზე რევაზ გაბრიაძის შესახებ ანიმაციური ფილმის ჩვენება გაიმართება

რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ანიმაციურ ფილმს ნიქოზის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალზე აჩვენებენ.

ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“  გადაღებულია ცნობილი სცენარისტის, თეატრის რეჟისორის, მხატვრისა და სკულპტორის, რეზო გაბრიაძის მონათხრობის მიხედვით.

ნიქოზის ფესტივალზე ბიოგრაფიული ფილმის ჩვენება 7 სექტემბერს გაიმართება.

ფილმის ავტორია სცენარისტი  და რეჟისორი ლევან გაბრიაძე.