ნიქოზიაში, ქალ მოჭადრაკთა შორის ფიდე-ს გრანპრის გათამაშების მეოთხე ეტაპის პირველ ტურის პარტიები გაიმართა #1TVSPORT
ფიდე-ს გრანპრის გათამაშების მეოთხე ეტაპის პირველ ტურში ნანა ძაგნიძე ბელა ხოტენაშვილს დაუპირისპირდა და 34-ე სვლაზე წარმატება დააფიქსირა.
პირველი ტურის შედეგები:
ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) – ბიბისარა ასუბაევა (ყაზახეთი) 1:0.
დინარა ვაგნერი (გერმანია) – ალექსანდრა გორიაჩკინა (ფიდე) 1:0.
ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია) – ტან ჟონი (ჩინეთი) 0:1.
ოლივია კიობასა (პოლონეთი) – გუნაი მამადზადა (აზერბაიჯანი) 0:1.
კატერინა ლაგნო (ფიდე) – პოლინა შუვალოვა (ფიდე) 1:0.
ფიდე-ს ქალთა გრანპრის სერიაში სულ 17 მონაწილეა და სავალდებულოა ოთხიდან სამი ეტაპის თამაში.
გამარჯვებული სამი ტურნირის ჯამში ნაჩვენები შედეგით გამოვლინდება.
ნანა ძაგნიძემ პირველი ეტაპი გამოტოვა, მეორე ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა და 160 ქულით საერთო ჩათვლაში დღეისათვის მეშვიდე ადგილზეა.