ნიკა ნინუამ ახალ გუნდში, სალონიკის პაოკ-ში პირველად ივარჯიშა და თანაგუნდელებთან წარდგენის ტრადიციულ, სახალისო ცერემონიალშიც მონაწილეობდა.
ვარჯიშამდე, სალონიკის კლუბის ახალწვეულებს, ნიკა ნინუასა და ავსტრიის ნაკრების ნახევარმცველს, ვენის „რაპიდიდან“ გადასულ შტეფან შვაბს თანაგუნდელებმა დერეფანი მოუწყვეს, სადაც სახალისო ტრადიცია თავში წამორტყმას გულისხმობს.
ნინუა თანაგუნდელებს გადაურჩა ან დაინდეს, ავსტრიელი ნახევარმცველს ლამის ყველა ფეხბურთელისგან მოხვდა.
ნიკა ნინუამ სალონიკის პაოკ-თან კონტრაქტი გააფორმა და ბერძნულ გუნდი მისი სატრანსფერო უფლებების მფლობელი უახლოესი 4 წელი იქნება.
ნინუას უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი გამოცდა ელის. საქმე ისაა, რომ პაოკ-ი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტამბოლის „ბეშიქთაშს“ შეხვდება – საბერძნეთსა და თურქეთს შორის არსებული ისტორიული მტრობის ფონზე, ეს მატჩი ამ ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება.