ნინო წილოსანი - პირობები და რეგულაციები გამომდინარეობს იქიდან, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ქვეყანაში უკვე არსებული სტაბილური ეპიდსიტუაცია
ნინო წილოსანი - პირობები და რეგულაციები გამომდინარეობს იქიდან, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ქვეყანაში უკვე არსებული სტაბილური ეპიდსიტუაცია

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკისა და ტურისტული სექტორის მოთხოვნებს სათანადოდ აცნობიერებს, ქართული მხარე საზღვრებს ევროკავშირის ხუთ წევრ ქვეყანასთან სწორედ ამიტომ ხსნის.

როგორც ჟურნალისტებს წილოსანმა განუცხადა, პირობები, პრინციპები და რეგულაციები იქედან გამომდინარეობს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ქვეყანაში უკვე არსებული სტაბილური ეპიდსიტუაცია.

„ვხვდებით, რომ მგზავრებსა და ტურისტებს სჭირდებათ სათანადო, კომფორტული პირობების შექმნა. ხუთი ქვეყანა სწორედ იმის გათვალისწინებით შეირჩა, რომ ქვეყნებში კარგი ეპიდსიტუაციაა. შესაბამისად, ამ ქვეყნებს გახსნილი აქვს ჩვენთანაც უპირობოდ საზღვრები. საქართველოში ყოფნის პერიოდში ტურისტებისთვის სპეციალურად შექმნილი ქოლცენტრი იმოქმედებს, რომელიც ყველა სხვა რეგულაციასთან ერთად მუდმივ კავშირზე იქნება და მაქსიმალურად გადააზღვევს სხვადასხვა რისკს. ამ რეგულაციებისა და პირობების გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება ქვეყანაში კარგად შენარჩუნებული ეპიდმდგომარეობის ამავე სტატუსით დატოვება”, – განაცხადა წილოსანმა.