ნინო წილოსანი - პოლიციელი, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ქალები ისევე პროფესიონალურად აკეთებენ თავის საქმეს, როგორც კაცები
პოლიციელი, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ქალები ისევე პროფესიონალურად აკეთებენ თავის საქმეს, როგორც კაცები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, სირცხვილია ქალი პოლიციელების შედარება ბავშვებთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას პოლიტიკოსი აკეთებს.
„დღეს ქალი პოლიციელების მიმართ, რომლებიც გურჯაანში საზოგადოებრივ წესრიგს იცავდნენ, არაერთი საჯარო შეფასება მოვისმინეთ. პოლიციელი, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ქალები ისევე პროფესიონალურად აკეთებენ თავის საქმეს, როგორც კაცები. უბრალოდ, სირცხვილია ქალი პოლიციელების შედარება ბავშვებთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას პოლიტიკოსი აკეთებს. როგორც თავად ეს შეფასება, ისე პოლიციელი ქალებისთვის ყვავილების მირთმევა, მათი საქმიანობის უპატივცემულობაა და ამას ვერც პოლიტიკური და ვერც სხვა მიზნები ამართლებს. ქალი პოლიციელები ისევე ეფექტურად ასრულებენ თავის მოვალეობას საზოგადოებრივი მართლწესრიგის დასაცავად, როგორც მათი კაცი კოლეგები”, – განაცხადა წილოსანმა.