ნინო წილოსანი კონგრესში გამართულ მოსმენას ეხმაურება - ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ მეორდება ჩვენი ქვეყნის ისტორია, შიდა მტრები სწორედ ასე ყიდდნენ სამშობლოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ მეორდება ჩვენი ქვეყნის ისტორია – შიდა მტრები სწორედ ასე ყიდდნენ სამშობლოს, უფრო სწორად, ეს სამშობლოს გაყიდვის რაღაც სხვა, თითქოს უფრო თანამედროვე და ამაზრზენი ფორმაა“, – წერს წილოსანი.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე სიტყვით გამოვიდნენ.