ნინო წილოსანი - ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე, თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში
ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე, თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში, მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
„პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას. მეორე, რადგან ჩვენს მშობლებსა და შვილებზე არ ვსაუბრობთ, ამ მავნებლური ფეიკკამპანიით რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?!
რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ… გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით „ტიკტოკზე“ „ნაცების“ მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?
მათ შორის, საკუთარი „ნაცი“ მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები? გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი…
ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე, თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში… ამიტომ, მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!“ – წერს ნინო წილოსანი.