ნინო წილოსანი - იმედი მაქვს, სახალხო დამცველი ია მამალაძეს წარადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კანდიდატად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ნინო წილოსანს იმედი აქვს, რომ სახალხო დამცველი ია მამალაძეს წარადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კანდიდატად.
როგორც ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, ია მამალაძე პროფესიონალიზმით, კომპეტენტურობით და პრინციპულობით გამოირჩევა.
„პირადად ვიცნობ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელ ია მამალაძეს და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ის მაღალი პროფესიონალიზმით, კომპეტენტურობით და პრინციპულობით გამოირჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მედიასაშუალება „გურია ნიუსი“ არაერთხელ ყოფილა ჩემ მიმართ კრიტიკული, ზუსტად ვიცი, რომ სწორედ ასეთი კრიტიკული ხედვა და სიტყვის თავისუფლება გვიბიძგებს, გავაკეთოთ უფრო მეტი და გავაუმჯობესოთ ჩვენი მუშაობის შედეგები.
იმედი მაქვს, რომ სახალხო დამცველი სწორედ მას წარადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კანდიდატად, რათა თავისუფალი სიტყვა და ჯანსაღი პრინციპები განაპირობებდეს ბორდის მუშაობას“, – წერს ნინო წილოსანი „ფეისბუქში“.