ნინო წილოსანი - გაფანტული ელემენტები როდის დაუბრუნდებიან დედაპარტია „ნაცმოძრაობას“, ეს თავად პროცესს არანაირ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს
არაერთხელ დადასტურდა, რომ ყოფილი „ნაციონალები“ არ არსებობენ, შესაბამისად, გაფანტული ელემენტები როდის დაუბრუნდებიან დედაპარტია „ნაცმოძრაობას“, ეს თავად პროცესს არანაირ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მათი შინაარსი არ იცვლება, ეს იქნება პოლიტიკური თუ წინასაარჩევნო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა ნათლად აჩვენა, თუ რა მიზნებს ემსახურება ეს პარტია. მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი წინასაარჩევნოდ ყველაზე რადიკალურები იქნებიან და შეეცდებიან, პროცესსა და ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალური დისკრედიტაცია გაუკეთონ. ოპოზიციაში რამდენჯერ გაერთიანდნენ და რამდენჯერ დაიშალნენ, ალბათ ამას ვერავინ მოთვლის. დიდწილად, ყველა არჩევნებზე ერთიანდებიან, თუმცა სამი მოწვევის პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ვისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ არ მობრუნდეს, მათ არანაირი ფორმატით არ დააბრუნებენ, ვაშაძე შეუერთდება თუ არა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.