ნინო წილოსანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული ძირითადად, ახალი სახეებით იქნება დაკომპლექტებული
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული ძირითადად, ახალი სახეებით იქნება დაკომპლექტებული.
როგორც ჟურნალისტებს წილოსანმა განუცხადა, ოცეულში პარტიის ის ლიდერები იქნებიან, რომელთა გარეშე საარჩევნო კამპანია წარმოუდგენელია.
„გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შემადგენლობა იქნება წარმოდგენილი. სჯობს, დაველოდოთ ხვალ პარტიის მხრიდან ოცეულის ოფიციალურ წარდგენას“, – განაცხადა წილოსანმა.