ნინო ვიბლიანის განცხადებით, ფოთის ცხელების ცენტრში ოთხი პაციენტი მოათავსეს, მათ შორის ერთი ოკუპირებული გალიდან
ფოთის ჰოსპიტალში, ე.წ. ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით წუხელ ოთხი პაციენტი მოათავსეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, ოთხი პაციენტიდან ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდან, გალიდან არის, სამი კი, ქობულეთიდან.
ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დღეს გადაწყდება, გაიგზავნება თუ არა სინჯები კორონავირუსზე კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში.
„რაც შეეხება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორსულ ქალს, რომელიც სპორტსმენის კლასტერიდანაა და მამაკაცს, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მათ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ“, – აღნიშნა ნინო ვიბლიანმა.