ნინო თიბილაშვილი - ამ ბრინჯაოს ჩემთვის ოქროს ფასი აქვს, გილოცავ, საქართველო [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან საქართველოს პირველ არხთან ემოციური კომენტარი გააკეთა:
„ეს ჩემთვის მეორე პარალიმპიადა იყო. პირველი ტოკიოში გაიმართა და პანდემიის გამო დარბაზი ცარიელი იყო. ამჯერად სავსე ტრიბუნებმა დიდი ემოცია შემოიტანა. ვეცადე, ჩემი მაქსიმუმი მეჩვენებინა. მართალია, ეს ბრინჯაოს მედალია, მაგრამ ჩემთვის ოქროს უდრის. რთული და ემოციური შეხვედრები მქონდა. მადლობა ჩემს ყველა მოწინააღმდეგეს ღირსეული ბრძოლისთვის. გილოცავ, საქართველო!“