შვედეთში, სტოკჰოლმის საერთაშორისო ბიბლიოთეკის ეგიდით, 12 ნოემბერს დაიწყო და 17 ნოემბრამდე გასტანს საბავშვო წიგნის კვირეული. ღონისძიებაში ქართველი ავტორი ნინო სადღობელაშვილიც მონაწილეობს.
12 ნოემბერს სტოკჰოლმის ბიბლიოთეკაში ეთიოპიელმა, ავღანელმა, იორდანიელმა და ქართველმა მწერლებმა საკუთარი საბავშვო წიგნები წარუდგინეს მსმენელს და მკითხველს. შეხვედრის მეორე ნაწილი კი დისკუსიას დაეთმო, სადაც ზოგადად, საბავშვო ლიტერატურის პრობლემებზე, შესაძლებლობებზე და მომავალზე ისაუბრეს.
კვირეულის ფარგლებში, 14 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ნინო სადღობელაშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. 14 ნოემბერი შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა.