ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კლინიკა „მედალფას“ დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს
ბათუმში კლინიკა „მედალფას“ დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში უახლოეს პერიოდში კიდევ ცხრა პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
ამ დროისთვის კლინიკაში რჩება 28 პაციენტი. მდგომარეობის გაუმჯობესების სიმპტომები აქვს 78 წლის მამაკაცს, რომელიც შესაძლოა, უახლოეს დღეებში მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნან.
სულ კლინიკა „მედალფაში“ 27 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.