ნინო ნადირაძე - მე მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა და რა თანხებით იმ ხალხს, რომლებიც გვაიძულებდნენ ტყუილ დიაგნოზებზე ხელის მოწერას და გვამყოფებდნენ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტერორში
ნინო ნადირაძე - მე მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა და რა თანხებით იმ ხალხს, რომლებიც გვაიძულებდნენ ტყუილ დიაგნოზებზე ხელის მოწერას და გვამყოფებდნენ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტერორში

მე მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა და რა თანხებით იმ ხალხს, რომლებიც გვაიძულებდნენ ტყუილ დიაგნოზებზე ხელის მოწერას და გვამყოფებდნენ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტერორში, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

„პირადად მე მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა და რა თანხებით იმ ხალხს („ენჯეოებს“, რაღაც კომისიებს, ჟურნალისტებს), რომლებიც გვაიძულებდნენ ტყუილ დიაგნოზებზე ხელის მოწერას და მეძახდნენ მენგელეს, პილატეს და კიდევ, არ ვიცი, რას, გვიტარებდნენ სატელევიზიო სასამართლოებს და გვამყოფებდნენ უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტერორში“, – წერს ნადირაძე.