ნინო ნადირაძე - ექსპერტები ჩართული იყვნენ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში, რამეში თუ არ გვეთანხმებოდნენ, ეთქვათ, ყოველდღიურად პაციენტის სიცოცხლე თუ ძაფზე კიდია, რას უნახავენ დასკვნებს, არ უნდა გვაჩვენონ?
ექსპერტები აქტიურად იყვნენ ჩართული სააკაშვილის მკურნალობის პროცესში, თუ რამე არ მოსწონდათ, რამეში არ გვეთანხმებოდნენ, ეთქვათ, ყოველდღიურად თუ პაციენტის სიცოცხლე ძაფზე ჰკიდია და ყველა საათსა და წუთს მნიშვნელობა აქვს, რას უნახავენ ამ დასკვნებს, არ უნდა გვაჩვენონ?! – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ შევედით წინასწარ წაგებულ ომში, რადგან განკურნება არის გადავადებისა და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს. ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროცესი გადავწონოთ. ჩვენ ვართ მარტო ამ თვალსაზრისით და გარეთ ვინც არის, ექიმები, ექსპერტები, ადვოკატი, მომხრეები და ა.შ. მთელი ამხელა მანქანა მომართულია ჩვენკენ, რომ თქვენ ამას ვერ იზამთ. მაგრამ ფაქტი ერთია, იყო მხოლოდ ორი გულისრევა-პირღებინების ეპიზოდი. სხვა შემთხვევაში რასაც ჭამს – ირგებს. ჩვენ რაც დავთვალეთ, ინდექსები კახექსიაში ის არ ჯდება. გავაგზავნეთ ანალიზები გერმანიაში და სისხლში არაფერი აღმოჩნდა. ეს ექსპერტები მხოლოდ არ ექსპერტობდნენ, ისინი ჩვენთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული მკურნალობის პროცესშიც. რამე თუ არ მოსწონდათ, რამეში არ გვეთანხმებოდნენ, ეთქვათ. თუ ყოველდღიურად პაციენტის სიცოცხლე ძაფზე კიდია და ყველა საათსა და წუთს მნიშვნელობა აქვს, რას უნახავენ ამ დასკვნებს, არ უნდა გვაჩვენონ? თუ პაციენტის სიცოცხლე ასე ყოველწამიერად არის საფრთხის ქვეშ, სასამართლოსთვის ინახავენ დასკვნებს?“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.