ნინო ლომჯარიამ და თამარ ჩუგოშვილმა ევროსაბჭოში აფგან მუხთარლის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს
საქართველოს სახალხო დაცმველს, ნინო ლომჯარიასა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს ევროპის საბჭოში აფგან მუხთარლის საქმის შესახებ დაუსვეს კითხვები.
როგორც სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.
„მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. სამწუხაროდ, დიდი ხანია, რაც არ მიგვიღია ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობაში პროგრესის თაობაზე. ამ საქმეზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ინტერესი ძალიან მაღალია. ჩვენ გვაქვს არაერთი შეკითხვა, რასაც გამოძიებამ პასუხი ვერ გასცა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ, რომელიც ევროსაბჭოში სახალხო დამცველის რანგში პირველად იმყოფება.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით კი, მუხთარლის საქმეზე საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს.
„მნიშვნელოვანია , თუ როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანში პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. აუცილებელია, ამას დამაჯერებელი პასუხები გაეცეს . ჩვენ ყველა ერთად ველოდებით გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.