საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.
მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერებზე, მათთან კავშირში მყოფ პირებზე უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტები გამოიკვეთა.
„საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა საინტერესო იქნება ნახვა, ეს ყოველთვის ქართული არჩევნების ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო, თუმცა ამ ეტაპზე, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის ნამდვილად ზეწოლების უპრეცედენტო ფაქტები, რაც წინა არჩევნებისგან განსხვავებით უფრო გახშირებულია. ანუ პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერების, მათთან კავშირში მყოფ პირებზე უპრეცედენტო ზეწოლის ფაქტები, რაც გამოიხატება როგორც სამსახურიდან გათავისუფლებაში, ასევე პირების იძულებაში, მოხსნან საკუთარი კანდიდატურა.
ხაზგასმით კონკრეტული ქალაქის ან რეგიონის დასახელება გამოჭირდება. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციებს მაგალითად სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, სამეგრელოდან, შიდა ქართლიდან, ასევე სხვა რეგიონებიდანაც, თითქმის ყველა კუთხიდან ვიღებთ მსგავს ინფორმაციებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.