ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე 2018 წლის ანგარიშს 31 მარტამდე წარუდგენს
ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე 2018 წლის ანგარიშს 31 მარტამდე წარუდგენს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე 2018 წლის ანგარიშს 31 მარტამდე წარუდგენს.

როგორც ჟურნალისტებს ლომჯარიამ განუცხადა, ანგარიში ძალიან საინტერესო იქნება.

„მთელი რიგი მიმართულებებით ძალიან საინტერესო ანგარიში იქნება, რაც სახალხო დამცველების ანგარიშებში მანამდე არ ყოფილა. მათ შორის, მთელი რიგი პრობლემური საკითხებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველი გასული წლის ანგარიშს წარადგენს, მას თავდაპირველად საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში განიხილავენ, მოგვიანებით კი, პლენარული სხდომის ფორმატში.