ნინო ლომჯარია - სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით, საერთაშორისო პრაქტიკას ვსწავლობთ
ნინო ლომჯარია - სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით, საერთაშორისო პრაქტიკას ვსწავლობთ

მიხეილ სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით, საერთაშორისო პრაქტიკას ვსწავლობთ, თუ რა გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული საერთაშორისო სასამართლოებს ანალოგიურ სიტუაციაში,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს ელოდება და შემდეგ გააკეთებს შეფასებას.

“ვაკვირდებით პროცესებს სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებთან დაკავშირებით. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენ შევაფასებთ და გვექნება პოზიციები, თუ რამდენად დაასაბუთა სასამართლომ ბრალი და რამდენად იყო საკმარისი და სათანადო მტკიცებულებები იმისთვის, რომ პრეზიდენტი მიცემული ყოფილიყო პასუხისგებაში შეწყალების აქტის გამო.  გარდა ამისა, რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, ვახორციელებთ საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას ანალოგიურ სიტუაციებში თუ რა გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული საერთაშორისო სასამართლოებს და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და გვექნება ჩვენი პოზოცია იმ დასაბუთებაზე, სასამართლო რასაც გადაწყვეტს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ექსპრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.