ნინო ლომჯარია - დაზარალებულის სტატუსის განხილვისას პოლიციელების ამოცნობა რთულდება, განსხვავებით იმ შემთხვევისგან, როდესაც თავად პოლიციელია დაზარალებული
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 20-21 ივნისის მოვლენებზე პოლიციელები გაცილებით ეფექტურად და სწრაფად იქნენ დაზარალებულად ცნობილი, ვიდრე სხვა პირები მთ შორის ჟურნალისტები.
ნინო ლომჯარიას თქმით, პოლიციელების ამოცნობა იმ შემთხვევაში როდესაც დაზარალებულის სტატუსის განხილვის საკითხი დგება რთულდება, განსხვავებით იმ შემთხვევისგან, როდესაც თავად პოლიციელი არის დაზარალებული.
„ეს არის საერთო ტენდენციის შემადგენელი ნაწილი ჩემი აზრით. პოლიციელები გაცილებით ეფექტურად და სწრაფად იქნენ დაზარალებულად ცნობილი, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც მათი ამოცნობა შეუძლებელი იყო. როგორც ადვოკატები საუბრობენ მათ თვითიდენტიფიკაცია მოახდინეს.
თუმცა, დაზარალებულად ცნობილი არ არიან ადამიანები, რომლებმაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს და ჟურნალისტები, ვინც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ. ისინი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ძალადობაში მონაწილე მხარე. თუ სხვაგან შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები იყოს, აქ ნამდვილად არ დგას ეს კითხვის ნიშნები.
მე პრობლემას ვხედავ ექსპერტიზის გაჭიანურებაში, ასევე პოლიციელების ამოცნობა როდესაც დაზარალებულის სტატუსის განხილვის საკითხი დგება რთულდება ხოლმე, განსხვავებით იმ შემთხვევისგან, როდესაც თავად პოლიციელი არის დაზარალებული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.