ნინო ლომჯარია - მთელი დასავლური ცივილიზაცია დგას ჩვენ გვერდით, გავაპროტესტებთ იმდენ ხანს და იმ ფორმით, კონსტიტუციის ფარგლებში, რისი უფლებაც აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეს
გავაპროტესტებთ იმდენ ხანს და იმ ფორმით, კონსტიტუციის ფარგლებში, რისი უფლებაც აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეს, – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის პოზიცია, გვიყურებს მსოფლიო. მთელი დასავლური ცივილიზაცია დგას დღეს ჩვენ გვერდით. გვიყურებს მთელი მსოფლიო და გავაპროტესტებთ იმდენ ხანს და იმ ფორმით, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ფარგლებში, რისი უფლებაც აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეს. ეს ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ დავიცვათ ამ ქვეყნის კონსტიტუცია და ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.