ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს - რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ „კალთაში ჯდომა“ და „მსუბუქი ყოფაქცევა“
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ფეისბუქის” გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ სტატუს ეხმაურება.
როგორც ნინო ლომჯარია წერს, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ერთ-ერთი წესიერი, პრინციპული და პროგრესული ახალგაზრდაა.
„რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ “კალთაში ჯდომა” და “მსუბუქი ყოფაქცევა”, როცა ქალებზეა საუბარი? ნათია ერთ ერთი წესიერი, პრინციპული და პროგრესული ახალგაზრდაა, ვისაც ვიცნობ. ამ გამოძიებაში თუ რამე შეეშლება მას ან შსს-ს, პირველი ჩვენ ვიტყვით ამას! არაა საჭირო ეს ბინძური კამპანია ქალების წინააღმდეგ”, – წერს ნინო ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ“ გვერდზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან დაკავშირებით სტატუსი გააზიარა, რომელსაც მიაწერა: „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის “პროკურორი“.