ნინო ლომჯარია - მერაბიშვილის საქმეზე უნდა დაველოდოთ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას
ვანო მერაბიშვილის საქმეზე უნდა დაველოდოთ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ევროსაბჭოში ვანო მერაბიშვილის საქმეზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„უნდა მოხდეს იმის გამოძიება, რაც სასამართლოს მიერ უკვე დადგინდა და უნდა მოხდეს იმ პირების პასუხისგებაში მიცემა, ვინც იყო ჩართული. ვფიქრობ, საქართველოში ამას შესაბამისი უწყებები აუცილებლად მოითხოვენ .
როგორც ზოგადი ხასიათის ღონისძიება, მნიშვნელოვანია, ეფექტიანი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. არსებობს არაერთი საქმე, სადაც ხაზგასმული და დადგენილია სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევა და ეს იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს ეფექტიანი და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.