ნინო ლომჯარია - ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ, როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა
ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ, როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
ნინო ლომჯარია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა“.
როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.
„საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად!
ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ, როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით“, – წერს ლომჯარია.