ნინო ლომჯარია - განსხვავებული შეხედულებები თუ არის, ამაზე პარტიებმა დახურულ კარს მიღმა უნდა შეძლონ საუბარი, არ შეიძლება, ყოველდღე ახალ ინიციატივებზე ვიგებდეთ და ერთმანეთისთვის იყოს სიურპრიზი
არ შეიძლება, ოთხი პოლიტიკური ცენტრი იყოს, ყველას რაღაც იდეა ჰქონდეს და ტელევიზირით იგებდნენ ან ფაქტის წინაშე დგებოდნენ, ვიღაცას რაღაც ინიციატივა რომ აქვს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მთავარი რა არის იცით, რომ თუ რამე განსხვავებული მოსაზრებები ან შეხედულებებია, რა უნდა მოხდეს, ამაზე უნდა ისაუბრონ პოლიტიკურმა პარტიებმა. შიგნით, დახურულ კარს მიღმა უნდა შეძლონ ერთმანეთთან საუბარი. არ შეიძლება, ყოველდღე ახალახალ ინიციატივებზე ვიგებდეთ და ერთმანეთისთვის ეს იყოს სიურპრიზი. არ შეიძლება, ოთხი პოლიტიკური ცენტრი იყოს, ყველას რაღაც იდეა ჰქონდეს და ტელევიზირით იგებდნენ ან ფაქტის წინაშე დგებოდნენ, ვიღაცას რაღაც ინიციატივა რომ აქვს. თუ არ არის შეთანხმება რაღაც საკითხებზე, ვფიქრობ, არასწორია ამ ინიციატივების გაჟღერება და ერთმანეთის ფაქტის წინაშე დაყენება. შეიძლება ვაჭარბებ ახლა და არ არის ეს პრობლემები, მაგრამ მე მინდა, რომ ეს რისკები დავაზღვიოთ, რადგან ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა – დასხედით, დაილაპარაკეთ კარს მიღმა და შეთანხმებული ინიციატივებით გამოდთ ყველა. ჩვენ, სადამკვირვებლო ორგანიზაციაში 30 ორგანიზაცია ვიყავით, მაგრამ ყველა გადაწყვეტილების უკან ძალიან ხანგრძლივი მსჯელობა და შეთანხმება იყო და არ დაგვიწყია ამის გამოტანა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.