ნინო ლომჯარია - ჩვენი კანონმდებლობით სიძულვილის ენა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, შეგვიძლია, მოვუწოდოთ ადამიანებს, თავი შეიკავონ შეურაცხყოფისგან
ადამიანის უფლებებისა და სახალხო დამცველის მანდატის შემადგენელი ნაწილი არ არის, რომ უთხრან მოქალაქეებსა და კერძო პირებს, როგორი ლექსიკით ისაუბრონ, რაც უნდა შეურაცხმყოფელი იყოს ეს ლექსიკა, – ამის შესახებ
მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, სიძულვილის ენა არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილი.
„სახალხო დამცველი სიძულვილის ენაზე რეაგირებას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ ის საჯარო პირისგან მომდინარეობს, მაგალითად, თუ დეპუტატი ან საჯარო პირი გააკეთებს სიძულვილის შემცველ განცხადებას. როგორც წესი, ასეთი ტიპის განცხადებებზე რეაგირებას ვახდენთ, თუმცა, როდესაც კერძო პირები ერთმანეთს შორის სიძულვილის ენას იყენებენ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მანდატი არ არის. ჩემთვის ნებისმიერი არაეთიკური ფორმით გამოხატვა ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები მიუღებელია, უნდა ვიცოდეთ, რომ ესეც არის ჩვენი თავისუფლების ნაწილი და შეგვიძლია, მხოლოდ მოვუწოდოთ ადამიანებს, თავი შეიკავონ შეურაცხყოფისგან. ადამიანის უფლებებისა და სახალხო დამცველის მანდატის შემადგენელი ნაწილი არ არის, რომ უთხრან მოქალაქეებსა და კერძო პირებს, როგორი ლექსიკით ისაუბრონ, რაც უნდა შეურაცხმყოფელი იყოს ეს ლექსიკა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.