ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ არ შესწავლილა საკითხი, აკმაყოფილებს თუ არა მე-18 დაწესებულება შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვის სტანდარტებს, რადგან სააკაშვილი ამ დაწესებულებაში შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ არ შესწავლილა საკითხი, აკმაყოფილებს თუ არა მე-18 დაწესებულება შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვის სტანდარტებს, რადგან სააკაშვილი ამ დაწესებულებაში შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ექიმთა ჯგუფს არ შეუსწავლია საკითხი, აკმაყოფილებს თუ არა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება შიმშილობის შემდგომი პერიოდის მართვის სტანდარტებს.

ლომჯარიას განცხადებით, ამის მიზეზია ის, რომ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ამბობს, რომ მზად არის სიკვდილისთვის.

„დიახ, სტრასბურგის სასამართლო დაჟინებით სთხოვს პაციენტს, შეწყვიტოს შიმშილობა. ჩვენი მხრიდან ეს საკითხი არ შესწავლილა, რადგან პატიმარი ამბობს, რომ ის ამ დაწესებულებაში შიმშილობას არ შეწყვეტს და მზად არის სიკვდილისთვის, თუ გააგრძელებს ამ დაწესებულებაში მკურნალობას. შესაბამისად, ის საკითხი განსახილველად არ დამდგარა, რადგან პაციენტი ამბობს უარს და რა უფლება ჰქონდათ ექსპერტებს, ექიმებს, ემსჯელათ ისეთ საკითხზე, რაზეც პაციენტი აცხადებს უარს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.