ნინო ლაცაბიძე - ჩემი მთავარი ამოცანაა, არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც დედამ, ვიბრძოლო ჩვენი შვილების ლამაზი და ძლიერი ქვეყნისთვის
ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და არ ვაპირებთ ვინმეს დავუთმოთ, რადგან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელსაც ბოლომდე მიყვანა უნდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მეტ განვითარებასა და შესაძლებლობას მისცემს, – ამის შესახებ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი მიზანია, მოქალაქეებთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის გაძლიერებაში.
მოგესალმებით ყველას. განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ახალგაზრდებს. მადლობა, რომ დღეს ყველანი ერთად ვართ. ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ემოციაა, ვიყო დღეს თქვენთან ერთად, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ახლებურად შევხედოთ მომავალს. გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და არავის არ მივცეთ საშუალება, დაგვაბრუნოს წარსულში. მჯერა, ჩვენი დღევანდელი ერთად დგომა არის ძალიან ძვირფასი. ჩვენ დღეს გვჭირდება სულისკვეთება, რათა გზა, რომელიც ავირჩიეთ, მეტად დავანახოთ ადამიანებს, რომ არის თავისუფლებისა და წარმატების გზა.
ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და არ ვაპირებთ ვინმეს დავუთმოთ, რადგან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელსაც ბოლომდე მიყვანა უნდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მეტ განვითარებასა და შესაძლებლობას მისცემს. არ შემიძლია, განსაკუთრებით არ მოვეფერო ჩემს რუსთაველებს, რომლებიც აქაც ძალიან ბევრნი არიან. ნებისმიერი განსხვავებულობის მიუხედავად, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღის სურვილი ჩვენ, ყველას კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს. მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი. სწორედ ასე – სოფლების განვითარებით, ქალაქების განვითარებით, ჩვენ, ყველანი ერთად შევიტანთ ძალიან დიდ წვლილს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში. ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც დედამ, ვიბრძოლო ჩვენი ლამაზი შვილების ლამაზი და ძლიერი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.