ნინო გოგუაძე - მამუკა ბახტაძემ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ერთ დიდ კონტექსტში დაანახა საერთაშორისო საზოგადოებას
ნინო გოგუაძე - მამუკა ბახტაძემ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ერთ დიდ კონტექსტში დაანახა საერთაშორისო საზოგადოებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ერთ დიდ კონტექსტში დაანახა საერთაშორისო საზოგადოებას.

როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, კარგია, რომ როგორც საქართველოს პრემიერი, ასევე მსოფლიო ქვეყნების ლიდერები, ცალსახად საუბრობენ რუსეთზე, როგორც აგრესორზე.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ერთ დიდ კონტექსტში დაანახა საერთაშორისო საზოგადოებას. ერთის მხრივ, საქართველო, რომელის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელიც ყოველდღიურად განიცდის რუსეთის აგრესიის უმძიმეს შედეგებს. მეორეს მხრივ, საქართველო, როგორც დემოკრატიული რეფორმების ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური როლი და რეალური შესაძლებლობა იყოს მთავარი ფაქტორი რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებისთვის. კარგია, რომ როგორც საქართველოს პრემიერი, ასევე მსოფლიო ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ესტონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ცალსახად საუბრობენ რუსეთზე, როგორც აგრესორზე. აღიარებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება და გაერო ვერ არის ეფექტური ადეკვატურად უპასუხოს ამ საფრთხეებს. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ლიდერების ეს განცხადებები კონკრეტულ მოქმედებებში გადაიზრდება და არსებული საერთაშორისო წესრიგის დამცველი ეს ორგანიზაცია უფრო ეფექტიანად გაუმკლავდება რუსეთის აგრესიას დამოუკიდებელი ქვეყნების მიმართ”, – განაცხადა გოგუაძემ.