ნინო ენუქიძე – ახალი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ აშენდა, იმპორტირებულ ენერგიაზე უფრო მეტად ვიქნებით დამოკიდებულები
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ განაცხადა.
„თუ ახალი ჰიდროელექტროსადგურები არ აშენდა, იმპორტირებულ ენერგიაზე უფრო მეტად ვიქნებით დამოკიდებულები, რაზეც ქვეყანაში დღეს უფრო მეტი მოთხოვნაა“,- განაცხადა ენუქიძემ.
მინისტრის მოადგილეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის განცხადებაზეც ჰკითხეს. არველაძე ამბობს, რომ პანკისის ხეობაში მცირე ჰესს საქართველოს ენერგეტიკისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს.
„ქვეყნისთვის თითოეულ მეგავატს აქვს მნიშვნელობა“,- აღნიშნა ენუქიძემ.