პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირებაა [ვიდეო]

პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა.

ჰესის მშენებლობაზე მომუშავე ტრაქტორის ხელის შეშლა სცადა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.

ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმება.

ადგილზე ვითარების ამსახველ ვიდეოს პანკისის სათემო რადიო ავრცელებს.