ნინო დოლიძე - გადავწყვიტეთ, საერთოდ არ მივიღოთ მონაწილეობა იმ პროცესში, სადაც არ გვაქვს ძალა გადაწყვეტილების მიღებაში
ჩვენ როდესაც მივიღეთ ცესკო-სგან მოწვევა, გადავწყვიტეთ, რომ მონაწილეობა მიგვეღო, რადგან მუდმივად ვცდილობთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ, როდესაც არის შესაძლებლობა მაქსიმალურად დავეხმაროთ პროცესს, რომ იყოს უფრო სანდო, გამჭვირვალე და მის მიმართ საზოგადოების ნდობა იყოს, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა.
„როდესაც ჩვენ დავესწარით პირველ შეხვედრას, ვნახეთ შემადგენლობა, ჩავთვალეთ რომ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ვერ უზრუნველყოფდა კვალიფიციურ და სანდო ადამიანების კონსესუსის საფუძველზე შერჩევას. თუმცა, როდესაც ჩვენ დავესწარით პირველ შეხვედრას, ჩავთვალეთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ვერ უზრუნველყოფდა კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსესუსის საფუძველზე შერჩევას. ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცედურაც შეიცვალა, მხოლოდ კონსენსუსი არ იყო, არამედ უმრავლესობით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად იქ, სადაც ჩვენ ვერ მივიღებდით გადაწყვეტილებას და ჩვენს გადაწყვეტილებას არ ექნებოდა გადამწყვეტი ხმა, გადავწყვიტეთ, რომ წინასწარ დაგვეტოვებინა ეს პროცესი, რადგან ჩვენ მანამდეც ვცადეთ მონაწილეობა იგივე ცესკო-ს წევრების შერჩევის პროცესში, იქაც ბოლომდე მივყევით, მაგრამ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საერთოდ არ იქნა ასახული საქართველოს პარლამენტში. ამიტომ, იქ სადაც ჩვენს მონაწილეობას აზრი ეკარგება და ჩვენ არ გვაქვს ძალა გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენი ხმა ბოლომდე გავიტანოთ, გადავწყვიტეთ საერთოდ არ მივიღოთ პროცესში მონაწილეობა, რადგან ჩვენ ჩვენი ორგანიზაციის რეპუტაციას ვუფრთხილდებით და იქ სადაც გადაწყვეტილებები არ იქნება ისეთი, რომელიც იქნება გამჭვირვალე და სანდო ყველასთვის, გვირჩევნია, რომ ამ ეტაპზე გვერდზე გავდგეთ და ჩვენი მონიტორინგის ფუნქციები შევასრულოთ. დავაკვირდებით პროცესს და შემდეგ საზოგადოებას ვაცნობებთ. აქ არიან ორგანიზაციები, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს შეკითხვები და შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში ჩვენ აღარ მიგვეღო მონაწილეობა“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს „საერთაშორისო გამჭვირვალობა” და „სამართლიანი არჩევნები” ტოვებენ.