ცნობილ ქართველ მსახიობს, ნინო (ნინიკო) ჩხეიძეს ხვალ დაკრძალავენ.
მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში დილიდან დაიწყება. მსახიობს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
ნინო (ნინიკო) ჩხეიძე მარჯანიშვილის თეატრში ოთხი ათეული წლის განმავლობაში თამაშობდა.
მას ყველა იცნობდა როგორც სახასიათო როლების ბრწყინვალე შემსრულებელს, რომელმაც არაერთი გამორჩეული სახე შექმნა სცენაზე და ქართულ კინოში.
მაყურებელს იგი განსაკუთრებულად დაამახსოვრდა სპექტაკლში „ეზოში ავი ძაღლია“ და გოდერძი ჩოხელის ფილმიდან „ადამიანთა სევდა“.
ნინიკო ჩხეიძე ლეგენდარული ქართველი მსახიობის უშანგი ჩხეიძის და იყო, რომლის ცხოვრებას და შემოქმედებას მონოგრაფია მიუძღვნა. მსახიობი 99 წლის ასაკში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.