ნინო ბურჯანაძის პარტია პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ უერთდება
ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ უერთდება.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ქარტია დღეს არის კეთილი სურვილების დეკლარირება და მნიშვნელოვანია, რომ ქარტიის მხარდამჭერთა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ამ პრიორიტეტების რეალიზაცია და გაცხადებული მიზნების მიღწევა.
„ქარტიის სულისკვეთება, საქართველო იყოს ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო და გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი, არის ამოცანა, რომელიც, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, ყოველთვის იყო პარტიის პრიორიტეტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქარტია დღეს არის კეთილი სურვილების დეკლარირება და მნიშვნელოვანია, რომ ქარტიის მხარდამჭერთა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ამ პრიორიტეტების რეალიზაცია და გაცხადებული მიზნების მიღწევა“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარუდგინა.