ნინო ბურჯანაძემ ზუგდიდში მხარდამჭერებს მიმართა - თავიდან არაგვიშავდა, მაგრამ ბოლომდე ვერ ვივაჟკაცეთ და ყველა დანაპირები ვერ შეგისრულეთ
პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს ზუგდიდში მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. მისი თქმით, სამეგრელოსა და ზუგდიდში არსებული ჩიხის აღმოფხვრა მას შეუძლია. ამასთან, როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ქვეყანაში დღეს ისეთივე პრობლემებია, როგორიც ათი წლის წინ იყო.
„თავიდან არაგვიშავდა, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვივაჟკაცეთ და ვერ შეგისრულეთ ყველა ის დანაპირები, რომელიც მაშინ იყო. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ბევრი რამეც გაკეთდა. ისე არ არის, არაფერი გაკეთებულიყოს. მაგრამ ვერ შევასრულეთ მთავარი, ვერ შევასრულეთ ის, რომ მყარად განგვევითარებინა ქვეყანა, ადამიანი დაცული ყოფილიყო ქვეყანაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.