ნინო ბურჯანაძე - ვინც ცხვირის აწევას დაიწყებს და არ მოვა, რადგან „ნაციონალები“ ან ბურჯანაძე არ მოსწონს, გამოუტყდით თქვენს თავს, რომ გეშინიათ
მახსოვს, როდესაც უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდი, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მიიჩნევდა, რომ უსამართლობა იყო მაშინ, ამართლებდა თავის შიშს, შემგუებლობას, რომ ბურჯანაძე არ მოწონდა და იმიტომ არ მოდიოდა, ეს შეცდომა იყო თუ დანაშაული არა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განაცხადა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ყველანაირი დიქტატურა მიუღებელია, მაგრამ კომიკური დიქტატურა კიდევ უფრო დიდი უბედურებაა.
„მინდა ვთქვა, რომ ძალიან სირცხვილი იქნება ქართველებო ივანიშვილ-ღარიბაშვილის დიქტატურის დამყარება ქვეყანაში. ყველაფერს ხომ თავისი სახელი, სახე და ფორმა აქვს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ თქვენი შვილების მომავლისთვის დადექით. არა ნიკა მელიას, არა ჩემი, არა იმ ადამიანების, ვინც აქ ვდგავართ თქვენი შვილების მომავლისთვის, გინდათ, ღარიბაშვილის დიქტატურაში გაიზარდონ თქვენი შვილები? იცხოვრონ თქვენმა შვილებმა? მაშინ ჩვენ ღირსება არ გვქონია. ყველანაირი დიქტატურა მიუღებელია, მაგრამ კომიკური დიქტატურა კიდევ უფრო დიდი უბედურებაა. მახსოვს, როდესაც უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდი, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც თვლიდა, რომ უსამართლობა იყო მაშინ, ამართლებდა თავის შიშს, შემგუებლობას, რომ ბურჯანაძე არ მოწონდა და იმიტომ არ მოდიოდა, ეს შეცდომა იყო თუ დანაშაული არა.
დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ცხვირს წევს იმის გამო, რომ ვიღაც არ მოწონს, თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა დაიცვას, თურმე ნიკა მელია არ უნდა დაიცვას, არ არის აქ მელიაზე, ბურჯანაძეზე, რომელიმე პარტიაზე საქმე, აქ არის ქვეყნის მომავალზე საქმე. თუ უსამართლოდ ჩაგრავენ ადამიანს, პოლიტიკურ ძალას, ვინც არ უნდა დაჩაგრონ უსამართლოდ, ამას არ უდნა შეეგუოს, სამართლიანობა ეს არის, თუნდაც გაბრაზებული, ნაწყენი იყოთ. წუხელ მე დამირეკა ერთ-ერთმა ჩემმა თანამებრძოლმა, რომელიც საჭესთან იჯდა ესკორტის ერთ-ერთ მანქანაში, რომელსაც 10 წელზე მეტი მიუსაჯეს და დაზარალდა, მაგრამ თქვა, რომ მზად არის მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, რადგან აქ არის სიმართლე.
ვინც ცხვირის აწევას დაიწყებს და არ მოდის, რადგან „ნაციონალები“, ბურჯანაძე ან ვინმე არ მოსწონს, გამოუტყდით თქვენს თავს, რომ გეშინიათ, კონფორმისტები ხართ, შეგუებული ხართ, თავი დახრილი გაქვთ მუხლზე დაჩოქილი ხართ და იმიტომ არ მოდიხართ და არა იმიტომ რომ პრინციპულები ხართ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.