ნინო ბურჯანაძე - უცნაურია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების აზრს ველოდებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი აზრი იქნება ისეთივე, როგორიც აბსოლუტური უმრავლესობის
უცნაურია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების აზრს ველოდებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი აზრი იქნება ისეთივე, როგორიც არის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი, – ამის შესახებ „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
„უცნაურია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების აზრს ველოდებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი აზრი იქნება ისეთივე, როგორიც არის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. უცნაურია, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია გადაწყვეტილებას ვერ იღებს საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე ჩათვალოს არჩევნები ლეგიტიმურად თუ არა. რაზეა საუბარი, რაც გუშინ ვნახეთ არჩევნები იყიდეს, არჩევნები ჩაატარეს შანტაჟით, გაყალბებით. საფუძველს ვერ ვხედავთ, რომ არჩევნები ლეგიტიმურად იყოს ცნობილი. არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი უნდა დაისვას და უნდა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები. ვაჭრობა რაც მიდის ხელისუფლების მხრიდან ნოლ პროცენტს მოგიმატებენ და ერთ მანდატს მიგცემენ, ამაში ხელისუფლებას თუ შევყვებით ვაჭრობის მონაწილეები ვიქნებით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.