ნინო ბურჯანაძე - საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლების დამხობები და მოწოდებები უნდა დასრულდეს
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის განცხადება ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად მიუღებელია.
„ნამდვილად არ ვიმარჩიელებ, თუ რომელი პარტიის პარტნიორი იქნება ვანო მერაბიშვილი, რომელ პარტიასთან ითანამმშრონლებს და ა.შ. რაც შეეხება გამოსვლისთანავე მის განცხადებებს, ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მართლაც იბიექტურ რეალობას მოწყვეტილი იყო, ვერ იქნებოდა უკეთესად ინფორმირებული, მაგრამ მისი განცხადება ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლების დამხობები და მოწოდებები უნდა დასრულდეს, ყველა უნდა შეეცადოს, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა ნორმალურ საარჩევნო ციკლში გადავიდეს ქვეყანა“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
რაც შეეხება პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ მაგიდასთან ვანო მერაბიშვილი არ უნდა იყოს წარმოდგენილი.
„ოპოზიციური მაგიდა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი საქმე კეთდება. დარწუმებული ვარ, რომ ახლა სწორი პოლიტიკური ქმედებების შედეგად, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დათმობაზე, რა თქმა უნდა, ლომის წვლილი აქვს და ექნება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას და ზეწოლას, ამიტომ ნებისმიერმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელიც ამ მაგიდასთან არის წარმოდგენილი, ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, როგორც მაგიდასთან წარმომადგენლების გამოგზავნასთან დაკავშირებით, ასევე მისი წევრების განცხადებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ქმედება, რომელიც რომელიმე პარტიის მხრიდან განხორციედება, რომელიც მეორე მხარეს აიძულებს, დატოვოს მაგიდა და მაგიდა ამით დაზარალდეს, ნებისმიერი ასეთი ქმედება იქნება აღქმული აბსოლუტურად, როგორც დესტრუქციული მოქმედება, როგორც ივანიშვილის სასარგებლო მოქმედება. ამ მაგიდასთან სხედან ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ბატონი მერაბიშვილი არ გახლავთ ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ჯერჯერობით ყოველშემეთხვევაში. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, ვინმეს მოუვა თავში ის, რომ ის ამ მაგიდასთან იყოს წარმოდგენილი. ის განცხადებები, რაც მერაბიშვილმა გააკეთა და ის განცხადებები, რაც ხშირად კეთდება სააკაშვილის მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება ივანიშვილის ძალაუფელბის გაძლიერებას, რადგან საქართველოში არის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც კატეგორილად ეწინააღმდეგება სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამ შემთხვევაში სააკაშვილი, მერაბიშვილი და მსგავსი ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს და მისი ძალაუფლების გახანგრძლივებას უწყობენ ხელს“ ,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
„რა თქმა უნდა, ყოველგვარ თანამშრომლობას გამოვრიცხავ მერაბიშვილთან, მე და ჩემი თანაპარტიელები“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.
როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.