ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნება“ არასწორად აფასებს დასავლელი პარტნიორების გზავნილებს
როცა სენატში საუბარია, რომ მართლმსაჯულება კლანურია და ოლიგარქის გავლენა ქვეყანაში ძლიერდება, რა უხარია „ქართულ ოცნებას“ მართლა ვერ ვხდები, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურაჯანაძემ განაცხდა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არასწორად აფასებს დასავლელი პარტნიორების გზავნილებს.
„როცა საუბარია იმაზე, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარება საკმარისი არ არის და არჩევნებს უნდა ენდობოდეს ძირითადი პოლიტიკური სუბიექტები ეს ნიშნავს, რომ სერიოზული კითხვის ნიშანი აქვს ამერიკას ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით. როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება იყო ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული უკან დემოკრატიის გზიდან და გადახვევა დემოკრატიის გზიდან, ეს სერიოზული გზავნილია. როცა ლაპარაკია, რომ მართლმსაჯულება კლანურია და ოლიგარქის გავლენა ქვეყანაში ძლიერდება, რა უხარია „ქართულ ოცნებას“ მართლა ვერ ვხდები. ის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ყველას უნდა, ეს ნათელი და გასაგებია. მათ შორის როცა საუბარია პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციამ განაცხადა, თუ მოხდება ისე, რომ გამოუშვებენ პოლიტიკურ პატიმრებს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავენ, ასეთ შემთვევაში ნამდვილად შესაძლებელია პარლამენტში მუშაობა.
როცა ლაპარაკია, რომ შენ შორდები იმ პრინციპებს, რომელიც გაახლოებს დასავლურ სტრუქტურებთან, მით უმეტეს, როდესაც შენ გეუბნებიან, შორდები ევროატლანტიკურ ალიანს, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც შედის რუსეთის ინტერესებში, მაგრამ მე არ დავადანაშაულებდი არავის ჩვენი საკუთარი თავის გარდა იმაში, რაც ჩვენ გვემართება. ჩვენი ბრალია, რომ ვითმენთ ოლიგარქ ივანიშვილს, ჩვენი ბრალია, რომ მოსახლეობა არ ამბობს ხმამაღლა არას იმაზე, რომ 21 საუკუნეში ფეოდალური მეთოდებით ვიმართებით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.