„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის დღეს აქცია უნდა გაიმართოს.
მისი თქმით, უნდა გაიმართოს მშვიდი აქცია, სადაც ქართველი ხალხი დაანახებს ამერიკელ სტუმარს თავის ნებას.
„ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პირის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სერიოზული პოლიტიკური მოვლენაა, მით უფრო, როდესაც კავკასიაში იყო ომი და ძალიან მძიმე ვითარებაა, ჩვენთან იყო არჩევნები და ახლა რთული პოლიტიკური პროცესია. მივესალმები ასეთი რანგის პოლიტიკოსის ჩამოსვლას საქართველოში და იმედია მაქვს, რომ მისი ჩამოსვლა იქნება სერიოზული სიგნალი ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული სირთულეებისა, საქართველო არ ავიწყდება დასავლეთს და არ ავიწყდება, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყანა. მიმაჩნია, რომ მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დღეს უნდა ჩატარდეს აქცია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა არა ხმაურიანი, არამედ მშვიდი აქცია, სადაც ქართველი ხალხი დაანახებს ამერიკელ სტუმარს თავის ნებას. აქცია უნდა მოეწყოს, რომ დავანახოთ ამერიკელ სტუმარს ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევნების მოპოვების განწყობა“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.