ნინო ბურჯანაძე - დღეს აქ ღირსეული ადამიანები შეიკრიბეთ, რომ მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს დაანახოთ, ფული ყველაფერს არ ნიშნავს
ნინო ბურჯანაძე - დღეს აქ ღირსეული ადამიანები შეიკრიბეთ, რომ მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს დაანახოთ, ფული ყველაფერს არ ნიშნავს

დღეს აქ ღირსეული ადამიანები შეიკრიბეთ, რომ მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს დაანახოთ, ფული ყველაფერს არ ნიშნავს, ღირსება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული, – ამის შესახებ „ეროვნული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს ვერავინ იყიდის.

„დღეს აქ ღირსეული ადამიანები შეიკრიბეთ. შეიკრიბეთ იმისთვის, რომ მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს დაანახოთ,  ფული ყველაფერს არ ნიშნავს. რომ ღარიბ ქვეყანაშიც კი, ღირსება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული და ვიდრე დიდი ფული. დღეს გამოვიდა ხელისუფლების წარმომადგენელი და თქვა, რომ ცოტა ხალხი იქნებაო. მე მახსოვს 2003 წელს, როგორ მიმტკიცებდა ედუარდ შევარდნაძე ვერაფერს იზამთ, ათასი კაცია პარლამენტის წინო. შევძელით ქვეყნის გადარჩენა და საქმის წინ წაყვანა ბოლომდე ბრძოლით. ასე შევძლებთ ახლაც. დიახ, უკან ვერ დაგვახევინებენ, ვერ გვიყიდიან. პირველ რიგში, თქვენ ვერ გიყიდიან, ამიტომაც თქვენს წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს ესმით კარგად, რომ ჩვენი ერთობა თქვენთან ერთად არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.